გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოავარიას 50 წლამდე ასაკის კაცი ემსხვერპლა, 2 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ახაშენში მოხდა.
სამების ეკლესიის მიმდებარედ, ფაცხებთან, ავტომობილი “ნივა”, რომლითაც სამი ადამიანი გადაადგილდებოდა, ხევში გადავარდა.
არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ადამიანი, ერთი უგონო მდგომარეობაშია. მძიმედ არის დაშავებული კიდევ ერთი პირი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო, სახანძრო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
პირველადი ცნობებით, დაზარალებულები თბილისელები არიან.





















