“-თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით, ჩვენს ძვირფას მუსლიმ თანამოქალაქეებს გულწრფელად და დიდი სიყვარულით, თუმცა მოგვიანებით გილოცავთ რამადანის თვის დასრულებას – რამადან ბაირამს და გაზაფხულის შემოსვლის დღესასწაულს – ნოვრუზ ბაირამს.
მუსლიმი თემის თითოეულ წარმომადგენელს ძალიან დიდ მადლობას გიხდით ქვეყნისთვის უმძიმეს წუთებში, ჩვენი ერის სულიერი მამის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო დიდი მწუხარების გაზიარებისთვის, სოლიდარობისა და თანაგრძნობისთვის, რადგან ეროვნული გლოვის დღეებში გააუქმეთ თქვენთვის ყველაზე დიდი დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები.
ეს ღირსეული ნაბიჯი იყო არა მხოლოდ პატივისცემისა და გულწრფელი თანადგომის გამოხატულება, არამედ მაგალითი იმისა, თუ როგორ განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის სიძლიერესა და სიმტკიცეს ერთმანეთის გვერდით დგომა, ურთიერთპატივისცემა და ერთსულოვნება, იქნება ეს ჭირსა თუ ლხინში.
კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ და გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და სიხარულს თქვენს ოჯახებში,”-
წერს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, არჩილ თხლაშიძე.





















