Home ბლოგი საავტომობილო გზებზე ავტომობილების ზამთრის საბურავებით გადაადგილება სავალდებულოა

საავტომობილო გზებზე ავტომობილების ზამთრის საბურავებით გადაადგილება სავალდებულოა

1 დეკემბრიდან 1 მარტამდე, ზამთრის სეზონზე, ქვეყნის მასშტაბით განსაზღვრულ საავტომობილო გზებზე ავტომობილების ზამთრის საბურავებით გადაადგილება სავალდებულოა.

ამინდის გაუარესების შემთხვევაში, პოლიციას უფლება აქვს, მძღოლებს მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენება მოსთხოვოს.

ჯაჭვები, სულ მცირე, ავტომობილის წამყვან თვლებზე უნდა იყოს დამონტაჟებული.

შეზღუდვა ვრცელდება როგორც საერთაშორისო, ისე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების კონკრეტულ მონაკვეთებზე.

კახეთის მიმართულებით ზამთრის საბურავები სავალდებულოა, მათ შორის, ვაზიანი-გომბორი-თელავისა და თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზებზე.

ზამთრის საბურავების გარეშე განსაზღვრულ მონაკვეთებზე გადაადგილების შემთხვევაში, მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და მართვის მოწმობას 5 ქულა დააკლდება.

თუ ავტომობილით მოძრაობა სხვა მძღოლებისა და ქვეითებისთვის საფრთხეს ქმნის, შესაძლებელია მისი დროებით ჩამორთმევა და სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა.

ზამთრის საბურავების გამოყენების ვალდებულება 2024 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს