ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის ცენტრში, საქართველოს ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის ფარგლებში სკვერში რეაბილიტაცია ჩაუტარდა შინმოუსვლელთა მემორიალს, დამონტაჟდა გარე განათება და მოეწყო სკამები.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომლის ღირებულება 70 780 ლარს შეადგენს.





















