ყვარელში ერთ-ერთ დასასვენებელ პარკში ბავშვი დაშავდა, არასრულწლოვანმა დაზიანება თავის არეში მიიღო და მედიკოსების ჩარევა დასჭირდა
მშობლები სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავენ, რომ შემთხვევა მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას უკავშირდება.
მათი თქმით, ატრაქციონების ნაწილი გაუმართავია, მოხსნილია სხვადასხვა დეტალი და ადგილზე დარჩენილია ღია რკინის კონსტრუქციები, რაც ბავშვებისა და მოქალაქეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ არსებული მდგომარეობის კონტროლი მხოლოდ მშობლების პასუხისმგებლობა ვერ იქნება.
მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, ისინი შესაბამისი სამსახურებისაგან დასასვენებელ და საბავშვო პარკებში ინფრასტრუქტურასთან ერთად, უსაფრთხოების ნორმების მოწესრიგებასაც მოითხოვენ.





















