Home ბლოგი ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გურჯაანში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გურჯაანში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გურჯაანში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ლევან მეხუზლამ დამსწრე პირებს ღვინის ხარისხის სრულყოფის მიზნით, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ყურადღება გამახვილდა ყურძნის ხარისხზე, ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასებსა და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე.

ცვლილებების მიხედვით, სამეწარმეო მიზნით ვენახის გაშენება, მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობით იქნება შესაძლებელი.

ღვინის მწარმოებლებს კი, მათ შორის მცირე მარნებს, ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვა და შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა ევალებათ.

ასევე გაუქმდა ნორმა, რომელიც ადგილწარმოშობის ღვინის წარმოებისას, გარკვეულ ფარგლებში უშვებდა სხვა ზონის ყურძნის გამოყენებას.

გამკაცრდა ეტიკეტირებისა და წარმოშობის სიზუსტის კონტროლი და მკაფიოდ განისაზღვრა, დიფერენცირებული ფასების მექანიზმი.