Home ბლოგი თებერვალში უკანონო ტყითსარგებლობის 191 ფაქტი გამოვლინდა – ყველაზე მეტი დარღვევა კახეთში ფიქსირდება

თებერვალში უკანონო ტყითსარგებლობის 191 ფაქტი გამოვლინდა – ყველაზე მეტი დარღვევა კახეთში ფიქსირდება

თებერვალში უკანონო ტყითსარგებლობის 191 ფაქტი გამოვლინდა – ყველაზე მეტი დარღვევა კახეთში ფიქსირდება

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, თანამშრომლებმა კანონდარღვევა მიმდინარე წლის 1-28 თებერვლის შუალედში აღწერეს.

დარღვევებიდან 142 შემთხვევა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, ხოლო 49- სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არარეგისტრირებული სახერხი საამქროების ფუნქციონირებას.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 18 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა.

თებერვალში დალუქულია 9 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო, ხოლო ამოღებულია 180 კუბურ მეტრზე მეტი უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.

რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი დარღვევა, 59 ფაქტი, კახეთში დაფიქსირდა. ყველაზე მცირე, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში- 3 შემთხვევა გამოვლინდა.

უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში, ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტყითსარგებლობის უკვე 308 ფაქტია აღრიცხული.