გრანტების კანონში გამკაცრებული ცვლილებები, პარლამენტმა მიმდინარე წლის 4 მარტს მესამე მოსმენით მიიღო. აიკრძალა ხელისუფლების სისტემურად არაღიარებაც
კანონით მკაცრდება წესები უცხოურ დაფინანსებაზე, პოლიტიკურ აქტივობასა და პარტიულ საქმიანობაზე, ჩნდება პატიმრობის რისკი.
ცვლილებები ითვალისწინებს გარე ლობიზმის კრიმინალიზაციას. პარტიის წევრობა ეკრძალებათ უცხოეთის აგენტად მიჩნეული ორგანიზაციის დასაქმებულებს.
სანქციები წესდება კომპანიებისთვის საჯარო პოლიტიკურ აქტივობაზე, ფართოვდება გრანტის ცნება.
საბოლოო ვერსიით : გრანტად ჩაითვლება სხვა სახელმწიფოს, სხვა სახელმწიფოს მოქალაქის, ან იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის, საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისათვის და იურიდიული პირისთვის, მათ შორის, სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას.
ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლებიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით, ან განზრახვით განხორციელებულ, ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ. გატარებისკენ ან შეცვლისკენ.
აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან, ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
კანონპროექტის თანახმად, მეწარმე იურიდიული პირებისთვის პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის მიზნით განხორციელებული, ან განსახორციელებელი აქტივობა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ.
კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის, წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. სხვადასხვა დანაშაულისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 300-დან 500 საათამდე ანდა პატიმრობა 6-დან 9 წლამდე.
ცვლილებები პარლამენტში 78 ხმით 9-ის წინააღმდეგ იქნა მიღებული. წინააღმდეგი ექსპრემიერ გიორგი გახარიას თანაგუნდელები წავიდნენ.





















