Home ბლოგი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში 50 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში 50 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში, 50 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

შენობაში მოწყობილია საგანმანათლებლო და მოსასვენებელი ოთახები, სამზარეულო და სათამაშო სივრცეები.

სოფელ ყარაჯალაში კი სრულად განახლდა 150 მოსწავლეზე განსაზღვრული სკოლა. მოეწყო საკლასო ოთახები, სამასწავლებლო, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია და ინფორმაციული ტექნოლოგიების სივრცეები.

სკოლას აქვს მულტიფუნქციური და სპორტული დარბაზი და სათამაშო მოედანი. ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

მუნიციპალიტეტში დაგეგმილია მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა აუზებით, სატრენაჟორო დარბაზებითა და დამხმარე სივრცეებით.

ასევე, სოფელ ჭაბუკიანში აშენდება საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი და ხელოვნურსაფარიანი სტადიონი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნით.

პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკი თანადაფინანსებით განხორციელდა.

პროექტები ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.