„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქალთა ორგანიზაციის კახეთის საბჭოს წევრები, 3 მარტს სამშობიარო სახლებს ესტუმრნენ
დედის დღესთან დაკავშირებით, მათ თელავის, ახმეტის, ლაგოდეხისა და საგარეჯოს სამშობიარო სახლებში მყოფი ქალები მოინახულეს.
სტუმრებმა დღესასწაული მიულოცეს როგორც ახალშობილთა დედებს, ასევე სამედიცინო პერსონალს.
ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, დედის დღე განსაკუთრებული შესაძლებლობაა ქალების მიმართ მადლიერების გამოსახატად, რადგან მათ მნიშვნელოვანი როლი აქვთ საზოგადოების განვითარებაში.





















