Home ბლოგი საგარეჯოელი ფერმერი და მემცენარე ლოლა დათუნაშვილი მედლით დააჯილდოვა

საგარეჯოელი ფერმერი და მემცენარე ლოლა დათუნაშვილი მედლით დააჯილდოვა

საგარეჯოელი ფერმერი და მემცენარე, ლოლა დათუნაშვილი, მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისათვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, მედლით დააჯილდოვა

დათუნაშვილის სანდო რჩევებით, წლების განმავლობაში სარგებლობდნენ მუნიციპალიტეტში მომუშავე ფერმერები.

მასთან ერთად, მედლები მიენიჭათ სხვა თანამშრომლებსაც, რომლებიც 50 და მეტი წლის განმავლობაში ემსახურებიან სამინისტროს სისტემას. როგორც გარემოს დაცვის სფეროში, ასევე სურსათის კონტროლისა და რეგულირების მიმართულებით.

ღონისძიება დავით სონღულაშვილის ინიციატივით გაიმართა და მას ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე და სხვა ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ.