Home ბლოგი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა ამ დრომდე...

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა ამ დრომდე დაუსრულებელია

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში, 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა ამ დრომდე დაუსრულებელია

პროექტის მიხედვით, ბაღში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო, სათამაშო და დასასვენებელი სივრცეები უნდა მოეწყოს.

შენობაში სასწავლო და საძინებელი ოთახების, ადმინისტრაციული ბლოკისა და სამზარეულოს, ასევე შიდა და გარე სათამაშო ზონებისა და სპორტული მოედნის განთავსებაა გათვალისწინებული.

გაჭიანურებული სამშენებლო პროცესი, ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადგილზე დაათვალიერა.

რევაზ სოხაძემ, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს სამუშაოების დაუყოვნებლივ განახლებისა და განსაზღვრული ტემპითა და ხარისხით შესრულების შესახებ მკაფიო მითითებები მისცა.

მინისტრის განცხადებით, ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამინისტრო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

სოფელ სამრეკლოში, საბავშვო ბაღის მშენებლობას საქართველოს მთავრობა აფინანსებს.