Home ბლოგი დედოფლისწყაროში თანამედროვე წყლის გამწმენდი სისტემა აშენდება- ინფრასტრუქტურის სამინისტრო

დედოფლისწყაროში თანამედროვე წყლის გამწმენდი სისტემა აშენდება- ინფრასტრუქტურის სამინისტრო

დედოფლისწყაროში თანამედროვე წყლის გამწმენდი სისტემა აშენდება- ინფრასტრუქტურის სამინისტრო

დალის სათავე ნაგებობაზე, თანამედროვე უკუოსმოსის სისტემებს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აგებს.

ახალი ტექნოლოგია ფილტრაციის საშუალებით, წყლიდან გამოყოფს მარილებს, მძიმე მეტალებს, ბაქტერიებსა და სხვა მავნე მინარევებს.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სრული გაწმენდის ციკლის მქონე წყლის სისტემა, რომლის საორიენტაციო წარმადობა საათში 300 კუბური მეტრი იქნება.

მინისტრის განმარტებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და მნიშვნელოვნად გაზრდის როგორც წყლის, ასევე მოსახლეობის უწყვეტი და უსაფრთხო წყალმომარაგების ხარისხს .

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით, 6 მილიონი ლარით ფინანსდება და სამუშაოები 2026 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს. სიახლე დედოფლისწყაროსთან ერთად, მიმდებარე სოფლებს, ხორნაბუჯსა და სამრეკლოს მოსახლეობასაც შეეხება.

სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე და მისი მოადგილე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიორგი შონია და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე.