კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, თელავში, სამშობიარო სახლების სამედიცინო პერსონალის წევრ ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს
პლატონ კალმახელიძემ და ვაჟა მაღრაძემ, გაწეული საქმიანობისთვის მედიკოსებს მადლობა გადაუხადეს და თაიგულები გადასცეს.
“-დედის დღის აღნიშვნას სამშობიარო დაწესებულებებში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან სწორედ აქ იწყება სიცოცხლე. ვისარგებლებ შემთხვევით და ჩვენი რეგიონის და მათ შორის, სრულიად საქართველოს ყველა დედას, ვულოცავ გაზაფხულის დღესასწაულებს, ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ბედნიერ დედობას. ხოლო ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ ბევრ მრავალშვილიან დედას ,”- თქვა პლატონ კალმახელიძემ.





















