ახმეტაში პროფორიენტაციის კვირეული გაიმართა
სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ახმეტის მუნიციპალიტეტში, პროფორიენტაციის კვირეული „NEXT STEP – შემდეგი ნაბიჯი“, განხორციელდა, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარი პროფესიული გზის განსაზღვრაში დაეხმარა.
პროექტში 16-დან 29 წლის ჩათვლით ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, რომლებიც დაინტერესებული არიან მომავალი პროფესიის არჩევითა და კარიერული შესაძლებლობების გაცნობით.
კვირეულის ფარგლებში გაიმართა ინტერაქციული ტრენინგები სამართლის, მედიცინისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებებით.
მოწვეულმა ტრენერებმა მონაწილეებს სხვადასხვა პროფესიის დადებითი და უარყოფითი მხარეები გააცნეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე.
პროექტი, ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.





















