კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე იყალთოს საეკლესიო კომპლექსში, ფერისცვალების გუმბათოვანი ეკლესიისა და აკადემიის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
რეაბილიტაცია ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
ამ ეტაპზე, ეკლესიის კალთებსა და გუმბათზე მიმდინარეობს სპილენძის გადახურვისა და სარტყლის მოწყობის სამუშაო. ტაძრის ინტერიერში ხდება გვიანდელი შელესილობისა და შეღებილი ნაწილების მოხსნა, ბზარების დაკერვა, დაჩანგვლა და ინექცირება. გამაგრების პროცესს გადის ტარდება საძირკველიც.
აკადემიის შენობაზე უკვე შესრულებულ სამუშაოებს შორისაა მცენარეული საფარის მოშლა, გალავნის კედლის გადატანა და მორყეული ქვების მოხსნა. გალავნის მიმდებარედ განხორციელდა მიწის მოჭრა და საძირკვლის გაძლიერება.
„-მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართულია რეაბილიტაციის პროცესში. ხელისუფლება და ჩვენი ეკლესია ერთად ვმუშაობთ, რათა კულტურული მემკვიდრეობის ეს უდიდესი ძეგლი გადავარჩინოთ. მზად ვართ, რომ მას არასდროს მოვაკლოთ ყურადღება“,- განაცხადა თინათინ რუხაძემ.
სამუშაოებს მინისტრთან ერთად, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, თეა ონიანი და თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიგა მაკუკელაშვილის გაეცნენ.





















