Home ბლოგი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში ელექტრომომარაგება ორი დღეა შეწყვეტილია

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში ელექტრომომარაგება ორი დღეა შეწყვეტილია

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში ელექტრომომარაგება ორი დღეა შეწყვეტილია

თოვლის სახით მოსულმა ნალექმა სადენები ჩაწყვიტა და ღამით ავარიულად გათიშული ფიდერის ხაზები დამატებით დააზიანა.

ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, ადგილზე ინტენსიურად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და “ჯუგაანი”დღის ბოლოს უნდა ჩაირთოს.

კომპანიის ცნობით, შეფერხებები ამ დროისათვის თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლებში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში ფიქსირდება, სადაც აღდგენის პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება.

კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში, მათ შორის ახმეტაში, ყვარელსა და ლაგოდეხში, ელექტროენერგიის მიწოდება უკვე სრულად აღდგენილია.