Home ბლოგი 85 ავტოგასამართ სადგურზე საწვავის ხარისხი შემოწმდა

85 ავტოგასამართ სადგურზე საწვავის ხარისხი შემოწმდა

85 ავტოგასამართ სადგურზე საწვავის ხარისხი შემოწმდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმა.

ბრენდირებულ და არაბრენდირებულ ბენზინის გასამართ სადგურებზე, აღებული იქნა ბენზინის 20 და დიზელის 65 სინჯი. ნიმუშებს ლაბორატორიული კვლევა შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩაუტარდა.

კვლევის შედეგებით, ბენზინის არც ერთ სინჯში დარღვევა არ გამოვლენილა. რაც შეეხება დიზელის საწვავს, 13 შემთხვევაში დაფიქსირდა კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობა.

დარღვევები შეეხებოდა გოგირდის შემცველობასა და აფეთქების ტემპერატურის ხარისხობრივ მაჩვენებლებს.

სამართალდამრღვევების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, შედგა შესაბამისი ოქმები. ჯარიმების ოდენობა 1 მილიონ ლარზე მეტს აღემატება. საქმის მასალები შემდგომი განხილვისთვის სასამართლოებს გადაეგზავნა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, საწვავის ხარისხის კონტროლი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.