Home ბლოგი ცოდნისკარის თემში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ცოდნისკარის თემში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ცოდნისკარის თემში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

სოფლის საერთო კრებებს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ზურაბ კოჭლამაზაშვილი, ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

სოფლების – ცოდნისკარის, ჩადუნიანისა და წიფლისწყაროს მოქალაქეების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სასაფლაოს ტერიტორიის კეთილმოწყობა განხორციელდება, სოფელ შეერთებაში სანიაღვრე-სარწყავი არხი მოეწყობა, სოფელ დავითიანში მოსაცდელი გაკეთდება, ხოლო სოფელ თელაში არსებული ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის კეთილმოწყობა დაიგეგმა.

წელს, ცოდნისკარის თემის სოფლებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯამში 82 000 ლარია გამოყოფილი.