Home ბლოგი სოფელ ვაჩნაძიანის ,,მამა შაურის” ეკლესია

სოფელ ვაჩნაძიანის ,,მამა შაურის” ეკლესია

სოფელ ვაჩნაძიანის ,,მამა შაურის” ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი, განეკუთვნება მე- VIII საუკუნეს. პატარა დარბაზული ეკლესია ნაგებია ძირითადად, რიყის ქვის ლოდებით, კირის დუღაბზე.

ეკლესიის დარბაზი

აღმოსავლეთით დასრულებულია ,ნალისებრი ფორმის აფსიდით,რომელშიც სარკმელია გაჭრილი.

ნაგებობის კამარა და პილასტრები, რიყის ქვით არის ნაწყობი. მდებარეობს სოფლის განაპირა მხარეს ჩრდ.დას-ით 1,5 კმ-ზე, მინდორში.

აღმოსავლეთ ფასადზე,საკურთხევლის სარკმლის თავზე,შირიმის ქვაში ამოკვეთილი, ტოლმკლავა ჯვარია გამოსახული. მისი სახელწოდების შესახებ(მამა შაური), ისტორიულად არაფერია ცნობილი.

ნაგებობა დაზიანებულია და საჭიროებს აღდგენას. ინფორმაციას ისტორიკოსი, თამაზ მარკოზაშვილი ავრცელებს.