თელავის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
მუნიციპალიტეტის მერმა ვაჟა მაღრაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული საკონსულტაციო შეხვედრები სოფლების – კისისხევის, ნასამხრალისა და შალაურის მოსახლეობასთან გამართა.
პროგრამის ფარგლებში გამართული შეხვედრების მიზანია ადგილზე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, მოსახლეობის მიერ პრიორიტეტული საპროექტო წინადადებების შერჩევა.
თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შეხვედრები 29 დასახლებულ პუნქტში გაიმართება.
ცენტრალური ბიუჯეტიდან თელავის მუნიციპალიტეტისთვის 478 000 ლარია გამოყოფილი. პროგრამის საერთო ბიუჯეტი 956 000 ლარს შეადგენს.





















