ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელთა გაწვევის მორიგი ეტაპი დაიწყო. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების გურჯაანის მუნიციპალური განყოფილების უფროსის, მაიორ ნიკო ცანკაშვილის ინფორმაციით, 25-მა წვევამდელმა სამედიცინო შემოწმება გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაიარა. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, სამსახურისთვის შესაფერისი სტატუსის მქონე ახალგაზრდები, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან, სადაც 6 და 8 თვით იმსახურებენ. მათი ყოველთვიური ანაზღაურება ვადის შესაბამისად – 635 და 765 ლარი იქნება, საკუთარი ნებით დარეგისტრირებული ჯარისკაცები კი ხელფასის სახით, დამატებით კიდევ 30 პროცენტს მიიღებენ.





















