გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, შესაბამისი სამსახურების მიერ აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდა.
ა(ა)იპ გურჯაანის სატრანსპორტო სამსახური სპეციალური ტექნიკით მუშაობს სოფელ ჭერემში, ხოლო ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისი სოფლების – მელაანისა და ჩალაუბნის გზების გაწმენდას ახორციელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის დახმარებით, ასევე იწმინდება გურჯაანი-ზიარი-არაშენდის დამაკავშირებელი გზა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში გზების თოვლისგან გაწმენდის და ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებამდე გაგრძელდება.





















