მეალილოეები მთავარ ქუჩებში ხატების თანხლებითა და გალობით გადაადგილდებოდნენ.
ნებისმიერი მსურველი მსვლელობის მონაწილეებს შობის ნობათსა და საჩუქრებს გადასცემდა.
შობის მახარობლებს შორის ადგილობრივ მოსახლეობასა და მრევლთან ერთად, იყვნენ სასულიერო პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
შეგროვილი პროდუქტი სოციალურად დაუცველებსა და შეჭირვებულ ოჯახებს გადაეცემა, რაც ტრადიციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და ადგილობრივი თემის დახმარების ფორმაა.





















