ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები – ოთარ ბუჯიაშვილი, დავით ქანდაურიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ჩხეიძე ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრში სპექტაკლის პრემიერას დაესწრნენ.
განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის ირაკლი მათიკაშვილის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო დასმა კომედიური ჟანრის ვოდევილის – „როცა იხსნება თეატრის ფარდა“ პრემიერა წარადგინა.
პიესის ავტორია ვასილ ნიკოლაძე, ხოლო დამდგმელი რეჟისორი – ლაშა გოგნიაშვილი.
სპექტაკლს ადგილობრივები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.




















