გადაწყვეტილება ინდოეთში, 8-13 დეკემბერს გამართულ UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 -ე სესიაზე იქნა მიღებული.
საბოლოო განხილვას ესწრებოდა ქართული დელეგაცია საფრანგეთში საქართველოს ელჩის, ირაკლი ყურაშვილის ხელმძღვანელობით.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი და კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჯამბურია.
ნომინაცია 2024 წლის 28 მარტს საქართველოს კულტურის სამინისტრომ, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით წარადგინა.
“ქართული ხორბლის კულტურის ტრადიციებისა და რიტუალების“ საერთაშორისო აღიარება ხელს შეუწყობს უნიკალური მემკვიდრეობის დაცვას, თაობებს შორის ცოდნის გადაცემას და ტრადიციული პრაქტიკების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას.




















