ორდღიან გამოფენაში, რომელიც საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის ორგანიზებითა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით უკვე მეშვიდედ გაიმართა, საქართველოდან, ევროპისა და აზიის 7 სხვადასხვა ქვეყნიდან 450 სხვადასხვა ჯიშის ძაღლი მონაწილეობდა.
ქართველ კინოლოგებთან ერთად, ძაღლებს ლატვიიდან და პოლონეთიდან მოწვეული მწვრთნელები აფასებდნენ.
ყოველწლიურად, ძაღლების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, თელავი ათასობით ვიზიტორს მასპინძლობს.