ლაგოდეხში, ნინოსხევის ჩანჩქერის ბილიკზე ლაშქრობა ვიზიტორებისთვის კვლავ შესაძლებელია
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ბილიკი დაახლოებით 10 დღის განმავლობაში დაკეტილი იყო.
დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 27 სექტემბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ძლიერი სტიქია მოხდა.
გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
ვიზიტორებს ურჩევენ, შეინარჩუნონ სიფრთხილე და დაიცვან უსაფრთხოების წესები.