ეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 42 %-ია.
“კომისიაში არცერთი საჩივარი არ შემოსულა. საარჩევნო პროცესი ყველა უბანში მშვიდ ვითარებაში წარიმართა. მოსახლეობის აქტიურობა საშუალო იყო.”- განაცხადა №17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ფარადაშვილმა.
შეგახსენებთ, საარჩევნო პროცესი მუნიციპალიტეტის მასშტაბით 43 საარჩევნო უბანში მიმდინარეობდა, სადაც 54 949 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
10 უბანში ხმის მიცემა ტრადიციული, ხოლო 33-ში ელექტრონული სისტემით ჩატარდა.