დავით სონღულაშვილმა ხმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკის 26-ე საარჩევნო უბანზე მისცა.
მინისტრის თქმით, მისი არჩევანი მიმართულია ქვეყნის მშვიდობიან და წარმატებულ მომავალზე.
„მხარი დავუჭირე ძალას, რომელიც უზრუნველყოფს ამ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და მეტ სიკეთეს რეგიონებისთვის. დარწმუნებული ვარ კიდევ ერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კახეთის რვა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. მოქალაქეები მერებსა და საკრებულოს წევრებს ირჩევენ.
ამ დროის მონაცემებით, ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა ფიქსირდება. საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივარი არ შესულა.