საგარეჯოს #1 საარჩევნო უბანზე სუფრა გაიშალა. საოლქო საარჩევნო კომისიამ დამკვირვებლებსა და კომისიის წევრებს საკვები გაუგზავნა.
თუმცა, გაირკვა, რომ ოთახში, სადაც პროდუქტი განათავსეს, შესვლა და სარგებლობა გარედან შესულმა აგიტატორებმაც დაიწყეს, რის შედეგადაც ფაქტს სიტყვიერი ხმაური მოჰყვა.
კოორდინატორები პოლიციის გამოძახებას გეგმავდნენ.
სივრცე, სადაც საკვები ინახება, საარჩევნო უბნის გვერდით მდებარე საკლასო ოთახია.
საგარეჯოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერის პოზიციის დასაკავებლად, მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი მონაწილეობს.