უბანზე ორი აპარატი დგას, აქედან ერთს პრობლემა საარჩევნო პროცესის დაწყებისთანავე შეექმნა.
„ძლიერი საქართველო-ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაზა ხოსიაშვილის ინფორმაციით, ადგილზე საოლქო საარჩევნო კომისიიდან ჩასულმა პირებმა ხარვეზის აღმოფხვრა სცადეს.
თუმცა ტექნიკური საშუალება საბოლოოდ მაინც გაუმართავი დარჩა და მასში ბიულეტენის მოთავსება რთულდება.
ახმეტაში მოქალაქეები მერსა და საკრებულოს წევრებს ირჩევენ.
მერის პოზიციაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატს პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატი უპირისპირდება.