Home ბლოგი 100 მეტრიანი რადიუსის დარღვევა და კონტროლი იყალთოს #34-ე უბანზე- ლევან ბერძენაშვილი

100 მეტრიანი რადიუსის დარღვევა და კონტროლი იყალთოს #34-ე უბანზე- ლევან ბერძენაშვილი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს #34-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი დაფიქსირდა

ამის შესახებ პარტია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან ბერძენაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, უბნის მიმდებარედ იმყოფებოდა მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ალექსანდრე შათირიშვილი, რომელიც კონტაქტში შედიოდა ამომრჩევლებთან.

ბერძენაშვილის თქმით, ტერიტორიაზე სამარშრუტო ტაქსებში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ აგიტატორები, რომლებიც აფიქსირებენ უბანზე მისულ ამომრჩეველს და დარღვეულია 100 მეტრიანი რადიუსის წესიც, რომელიც ამგვარი მობილიზაციისგან დაცვას უზრუნველყოფს.

თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია 54 949 ამომრჩეველი, გახსნილია 43 საარჩევნო უბანი.