საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში გურჯაანის დელტამ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილის მესამე საფეხურზე გადაინაცვლა. კლუბის წარმომადგენლის, პაპუნა გოდელაშვილის განმარტებით, გუნდის პროგრესი აშკარაა, რაც ზედიზედ სამჯერ მოგებულმა მატჩმაც დაადასტურა. მომდევნო, მეათე ტურის შეხვედრას, გურჯაანელები სტუმრად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთან გამართავენ, რომელიც 16 ქულით, უდანაკარგოდ ლიდერობს ეროვნულ ჩემპიონატს.