. ყვარელში კულტურის ცენტრის ბაზაზე “ქართული სიტყვიერი კულტურის სექცია”, იხსნება რომელიც მიზნად ისახავს, ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალება მისცეს გაეცნონ ქართული ენის ისტორიას, ქართული ლიტერატურის ისტორიას. წარმოდგენა შეექმნათ ქართული ენათმეცნიერებისა და ლიტერატურისმცოდნეობის მნიშვნელობის შესახებ. გარკვეული ცოდნა მიიღონ ქართული ენის გრამატიკის, პუნქტუაციის, პალეოგრაფიისა და სტილისტიკის საკითხებში. გაეცნონ ძველი ქართული მწერლობის ძეგლებსა და თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, მწერალ-პოეტთა ბიოგრაფიებს.
სწავლება განხორციელდება ლექციათა სტილით, ხოლო წარიმართება დისკუსია-მსჯელობანი, რათა ახალგაზრდას ჩამოუყალიბდეს მეტყველების კულტურა.
მოსწავლე-მსმენელთა მუშაობის (ცოდნის) შედეგის წარმოსაჩენად “ქართული სიტყვიერი კულტურის სექცია” მოაწყობს პრეზენტაციებსა და კონფერენციებს საზოგადოების წინაშე, ასევე ჩაერთვება ლიტერატურულ-სალონურ და კულტურულ ღონისძიებებში. პროგრამის უმთავრესი მიზანია, ახალგაზრდებში გააღვივოს მშობლიური ენისა და ლიტერატურის სიყვარული.
მოხსენება (გაკვეთილი) წარიმართება კვირაში ორი დღე. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მე-7-დან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს.
პროექტში მონაწილეობა უფასოა!