გურჯაანირეგიონი

ცესკომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი გამოაქვეყნა

ცესკოს თავმჯდომარემ პირველი ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგი წარადგინა.

გიორგი კალანდარიშვილის ცნობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი შემდეგია: № 41 გიორგი მაჭავარიანი (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) 14 450 ხმა

როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნების მოდერნიზების კიდევ ერთი ეტაპი დაასრულა წარმატებით.

არჩევნებმა, რომელიც დღეს გორში, კასპში და გურჯაანში გაიმართა, დაადასტურა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე სხვა ჩართული მხარეების, ამომრჩევლებისა და საზოგადოების მზადყოფნა ელექტრონული არჩევნებისთვის. საარჩევნო ელექტრონული აპარატურა კიდევ ერთხელ ფართო მასშტაბით, საერთო ჯამში კი მერვედ გამოვიყენეთ და უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ ტექნოლოგიების გამოყენება წარმატებულია“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

 

Tags
Show More

Related Articles

Close