Home დღის ამბები სოფელ ლალისყურში მკვლელობა მოხდა-მოკლულია 2 პირი

სოფელ ლალისყურში მკვლელობა მოხდა-მოკლულია 2 პირი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით- შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, თანასოფლელმა ორი ადამიანი მოკლა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ- სამი მამაკაცი ერთად ქეიფობდა, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, ერთ-ერთმა მათგანმა კი ორ თანასოფლელს იარაღიდან ესროლა.

შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს.

სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია და მას სამართალდამცავები ეძებენ.