Home დღის ამბები განათლება ქალაქ თელავში №2 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება

ქალაქ თელავში №2 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ თელავში №2 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციის სამუშაოებს აგრძელებს.

350 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდება.

სკოლაში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.

ცნობისთვის, თელავის #2 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება ჯამში- 5.3 მილიონი ლარია.