Home დღის ამბები საირიგაციო სისტემების პროექტირებისთვის კორეულ კომპანიასთან 12 მილიონი აშშ დოლარის ხელშეკრულება გაფორმდა

საირიგაციო სისტემების პროექტირებისთვის კორეულ კომპანიასთან 12 მილიონი აშშ დოლარის ხელშეკრულება გაფორმდა

ინფორმაციას ამის შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს, მათი თქმით-  ხელშეკრულებებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძე და კომპანიის „იოშინ საინჟინრო კორპორაცია“ ვიცე პრეზიდენტმა, კიმ ჩონ ჰუანმა მოაწერეს ხელი.

როგორც თენგიზ ნასარიძის აცხადებს,  აღნიშნული პროექტის ფარგლებში- 27 ათას ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისთვის წყალმომარაგების უზრუნველყოფა გაუმჯობესდება და მოწესრიგდება სადრენაჟე ინფრასტრუქტურა.

„ცნობილ სამხრეთ კორეულ კომპანიასთან, რომელსაც საირიგაციო დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების დაპროექტებასა და ზედამხედველობაში უდიდესი გამოცდილება აქვს, გაფორმდა კონტრაქტი. ვფიქრობ, დაახლოებით 5-6 წელიწადში, ჩვენი ქვეყნის საირიგაციო სისტემა თვისობრივად სხვა დონეზე ავა. ჩვენ მივიღებთ მოდერნიზებულ, წყალდამზოგ და კლიმატგონივრულ სისტემებს, რომელთა გამოყენებაც ხელს შეუწყობს ჩვენს ფერმერებს, ეს მნიშვნელოვანი იმპულსი იქნება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის კიდევ უფრო წარმატებულად წარმოებისთვის”,-  აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.

ცნობისთვის- ხელშეკრულებები ტაშისკარის, ტირიფონის ზედა არხის, ზემო ალაზნის საირიგაციო სისტემების, შავღელეს მასივის სადრენაჟე სისტემის და ნარეკავის წყალსაცავის დეტალურ საინჟინრო პროექტის/დიზაინის მომზადებასა და სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას მოიცავს.

ორივე ხელშეკრულების საერთო ღირებულება ჯამში- 11 936 845 აშშ დოლარს შეადგენს.