![](https://mak.ge/wp-content/uploads/2023/09/378952042_707673284736798_8783550279329207076_n-1-780x470.jpg)
17 სექტემბერს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ქარმა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ვენახები და ავტომანქანები.
მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო სავარგული და ვენახი დაისეტყვა. ქალაქ ყვარელში, სოფლებში: გრემი, ენისელი, საბუესა და ჭიკაანში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები.
ამ ეტაპისათვის, ყველა აღნიშნულ ლოკაციაზე, სტიქიის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის 5 ჯგუფი მუშაობს. მიმდინარეობს დაზიანებული სახლების აღწერა და ზარალის ოდენობის დადგენა. მოქალაქეებს დაზიანებული სახლების სახურავებზე დროებით გადასაფარებლად გასაშლელი ტენტები გადაეცათ.