დღის ამბებისპორტი

„თელავმა“ ეროვნული ლიგის ლიდერი ბათუმის „დინამო“ დაამარცხა

გემოების თამაში არის აქ ჩვენთან არტოზანში !

„თელავმა“ ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამო“ მიიღო და გათამაშების ლიდერი 2:1 დაამარცხა.

საქართველოს ჩემპიონატის 25-ე ტურის ეს შეხვედრა „კავკასიონ არენაზე“ გაიმართა. „თელავი“ გიორგი მიქაძის დანიშვნის შემდეგ კარგად ათამაშდა და ლიდერებსაც არაფერს უთმობს, ამჯერადაც ასე მოხდა.

უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ „თელავი“ დაწინაურდა. მასპინძლების მიერ მარჯვენა ფლანგზე განვითარებული შეტევა 50-ე წუთზე ჟონელ დეზირემ დააგვირგვინა. 8 წუთში ბათუმის „დინამომ“ პაატა ღუდუშაურის ეფექტური დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

თამაშის ბოლო წუთები ისე მიდიოდა, თითქოს, ორივე გუნდი ფრეს იყო შეგუებული, მაგრამ 90+1-ე წუთზე მასპინძლების უკრაინელმა ლეგიონერმა, ევგენი პროტასოვმა ზუსტად დაარტყა და „თელავს“ ბათუმელებთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

მატჩის ბოლოს მასპინძელთა მეკარემ, დავიდ იურჩენკომ კარიდან გამოსვლისას ბათუმელთა თავდამსხმელს, ჯოვინო ფლამარიონს კეფაში მუხლი მოარტყა და ბრაზილიელ ლეგიონერს ექიმების დახმარება დასჭირდა, მან სტადიონი სასწრაფო დახმარების მანქანით დატოვა.

25 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 52 ქულით ლიდერობა შეინარჩუნა, ხოლო „თელავი“ (24) მე-7 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 6 ქულით უსწრებს.

წყარო:1Tv.ge

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close