რჩევები

როგორ ამოვიცნოთ სხვადასხვა ნივთიერების დეფიციტი ჩვენს ორგანიზმში გამოვლენილი სიმპტომების მიხედვით

როგორ ამოვიცნოთ სხვადასხვა ნივთიერების დეფიციტი ჩვენს ორგანიზმში გამოვლენილი სიმპტომების მიხედვით

სხვადასხვა ელემენტისა და ნივთიერების ნაკლებობამ ჩვენს ორგანიზმში შესაძლოა მრავალი სიმპტომი გამოიწვიოს.

სწორედ ამ გამოვლინებებით არის შესაძლებელი იმის ამოცნობა, თუ რომელი ნივთიერების დეფიციტს განიცდის ჩვენი ორგანიზმი. მაგალითად:

გამოვლინებები, რომლებიც A ვიტამინის დეფიციტზე:

კონიუქტივიტისა და რქოვანას სიმშრალე;

მშრალი, ქერცლიანი კანი;

ცრემლის წარმოქმნის შეფერხება

C ვიტამინის ნაკლებობის ნიშნები:

გინგივიტი;

ჭრილობების ძნელად შეხორცება;

ხშირი ავადობა

ფოლიუმის მჟავის და B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობის ნიშნებია:

ენის ანთება;

ნახეთქები პირის ღრუში;

შეშუპება, გულის უკმარისობა, დაბნეულობა და მეხსიერების დარღვევები (B1ვიტამინის ნაკლებობა)

გამოვლინებები, რომლებიც ცილა-კალორაჟით გამოწვეულ მალნუტრიციაზე მიუთითებს:

თმის ცვენა, მსხვრევადი და გამომშრალი თმა,თმის პიგმენტის დაკარგვა;

კუნთის განლევა;

შეშუპება

ჭრილობების ცუდი შეხორცება

გამოვლინებები, რომლებიც მინერალების ნაკლებობაზე მიუთითებს:

მოლურჯო სკლერა, კოვზის ფორმის ფრჩხილები(რკინის დეფიციტი);

გემოს ცუდი აღქმა, ეგზემა (თუთიის ნაკლებობა)

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close