დღის ამბებისაზოგადოება

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა.

საზეიმო წირვა მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობა,
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, ხორნაბუჯის, ჰერეთისა და ნეკრესის ეპარქიების დროებითმა მმართველმა, მეუფე თეოდორემ აღავლინა.

წირვას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, პარლამენტის წევრები – სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, კარლო ჯამბურია ადგილობრივ მრევლთან ერთად დაესწრნენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close