რჩევები

ჩქარი სიარული ბიოლოგიურიი დაბერების პროცესს აფერხებს

ჩქარი სიარული ბიოლოგიურიი დაბერების პროცესს აფერხებს

ეჭვიანობა არის მესაკუთრეობის გამძაფრებული გრძნობა, ეს მაშინ ჩნდება, როცა ადამიანი ვერ აკონტროლებს პარტნიორს და აქვს განცდა,

საშუალო ასაკის ადამიანები, რომლებიც ჩქარი ნაბიჯით დადიან, უჯრედულ დონეზე 16 წლით უმცროსები არიან თანატოლებთან შედარებით. როგორც მეცნიერები ადასტურებენ, ჩქარი სიარული აფერხებს დაბერების პროცესს.

მშვიდად სეირნობას, როგორც ირკვევა, მსგავსი ეფექტი არ აქვს. ამ დასკვნამდე მივიდნენ ლესტერის უნივერსიტეტის მეცნიერები.

მათ გააანალიზეს 405 ათასი ბრიტანელის მონაცემი. გენეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩქარი ნაბიჯით დადიან, უფრო გრძელი ტელომერები აქვთ სხვებთან შედარებით. ტელომერები, ქრომოსომათა ბოლოებზე არსებული უბნებია, რომლებიც იცავს ქრომოსომებს დაზიანებისაგან. ზოგი მეცნიერი ტელომერებს თასმების დაბოლოებებს ადარებს, ისინი ხომ ძაფების გაბნევა-დაშლას უშლის ხელს.

ტელომერების სიგრძე მიიჩნევა ადამიანის სხეულის დაბერების სიჩქარის შეფასების ბიომარკერად. ტელომერები მოკლდება უჯრედთა დაყოფის პროცესში. ასე გრძელდება მანამ, სანამ ისინი არ დამოკლდება იმ დონემდე, რომ უჯრედები ვეღარ შეძლებენ დაყოფას. ამ მდგომარეობას ეწოდება სწორედ უჯრედული დაბერება და სწორედ ამ პროცესს აფერხებს ჩქარი სიარული.

ისიც გაითვალისწინეთ, რომ ძილის დეფიციტი, სტრესები და სხვა ფაქტორებიც განაპირობებენ ტელომერების სწრაფად დამოკლებას.

აღნიშნულ და სხვა კვლევებზე დაყრდნობით, მეცნიერები თანხმდებიან, რომ სიარულის სამკურნალოდ გამოყენება შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

„მიუხედავად იმისა, რომ უწინ ჩვენ არაერთი კვლევით ვაჩვენეთ – სიარულის ტემპი ძალზე კარგი განმსაზღვრელია ჯანმრთელობის მდგომარეობის, მაშინ ჩვენ ვერ დავადასტურეთ, რომ სიარულის ტემპის აჩქარება აუმჯობესებს ჯანმრთელობას, – აღნიშნავს ტომ იეტსი, ლესტერის უნივერსიტეტის (ბრიტანეთში) კინეზიოლოგი, – ამ კვლევაში კი ჩვენ გამოვიყენეთ ადამიანთა გენეტიკურ პროფილში არსებული ინფორმაცია, იმისათვის, რომ გვეჩვენებინა – ჩქარი სიარული ნამდვილად უზრუნველყოფს ახალგაზრდა ბიოლოგიურ ასაკს უჯრედულ დონეზე“.

კვლევაში ჩართული მოხალისე პირები (კონკრეტულად, 405 981 საშუალო ასაკის ადამიანი) მიუერთდნენ UK Biobank-ის მონაცემთა ბაზას. მათმა გენეტიკურმა ანალიზმა დაადასტურა მიზეზშედეგობრივი კავშირი ჩქარ სიარულსა და უჯრედულ სიჯანსაღეს შორის.

სიარულის სიჩქარე, ანუ ტემპი, სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული: ფილტვების სასიცოცხლო ტევადობაზე, მოძრაობით კონტროლზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მოტივაციაზე. ეს ის ფაქტორებია, რომლებზეც ექიმებს შეუძლიათ იმსჯელონ, როგორც ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის მაჩვენებლებზე.

სიარულის ტემპი დღეს ადამიანის არაჯანსაღი დაბერებისა და ქრონიკულ დაავადებათა რისკის მანიშნებელი ფაქტორია – აღნიშნავს მეცნიერ-მედიკოსი, კვლევის წამყვანი ავტორი – პედი დემპსი.

ჩქარი სიარული, ადრე ჩატარებული კვლევებით, სიცოცხლის ხანგრძლივობის 20 წლით გაზრდასთან იყო დაკავშირებული. მეცნიერებმა ისიც დაადასტურეს, რომ ამისათვის დღეში 10-წუთიანი ჩქარი სიარულიც კი საკმარისია. ჩვენმა კვლევამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ არსებობს კავშირი სიარულის ტემპსა და ტელომერების სიგრძეს შორის.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close