დღის ამბებისაზოგადოება

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანთან, ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევა, ცოტა ხნის წინ მოხდა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქვეითად მოსიარულე მამაკაცს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მერსედესის მარკის ავტომობილი დაეჯახა, შეჯახების შედეგად მიღებული ტრავმებით, ქვეითი  დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close