რჩევები

ცხელი თუ ცივი ყავა – რომელია უფრო სასარგებლო

ცხელი თუ ცივი ყავა - რომელია უფრო სასარგებლო

ტომას ჯეფერსონის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევით დადასტურდა, რომცხელ ყავაში გაცილებით მეტი ანტიოქსიდანტია, ვიდრე ცივში. საუბარია ცხელ ყავაში არსებულ გარკვეულ მჟავებზე, რომლებიც ხელს უწყობს სხეულის ქსოვილების ჟანგბადით გაჯერებას.

ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ყავის ყველა „სიკეთის“ მიღება მხოლოდ ნატურალური ყავიდანაა შესაძლებელი. თუ ადამიანს დეპრესიისადმი აქვს მიდრეკილება, ყავას შეუძლია განწყობის გაუმჯობესება. ხოლო დილიდან ნატურალური ყავის მიღება არეგულირებს ცირკადულ რითმებს. მაგრამ ყავის ნებისმიერი ხელოვნური შემცვლელები არც თუ ისე უსაფრთხოა. მასში არის ჰერბიციდები, პესტიციდები და მეთილენქლორიდები – საშიში ტოქსიური ნივთიერებები.

მეცნიერები ყავას ნარკოტიკულ ნივთიერებას ადარებენ. ის რეგულარულ საფუძველზე ააქტიურებს ნერვულ სისტემას და იწვევს მიჩვევას. როდესაც ადამიანის რაციონში ასევე არის კოფეინის შემცველი ენერგეტიკები და ტკბილეული, შესაძლებელია ჯანმრთელობას რეალური პრობლემები შეექმნას. იმ ადამიანებს, ვინც ორგანიზმის დეტოქსიკაციის გაკეთება გადაწყვიტა, მეცნიერები ყავის მოხმარების 3-4 კვირით შეწყვეტას და რაციონში მწვანე ჩაის ჩართვას ურჩევენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close