დღის ამბები

პაპაია კიბოს წინააღმდეგ

პაპაია კიბოს წინააღმდეგ

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პაპაიას ფოთლების ექსტრაქტი და მისი ჩაი უნიკალური საშუალებაა ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ. ის ეფექტურია სიმსივნეების ფართო სპექტრის მიმართ. ფლორიდის უნივერსიტეტის სპეციალისტმა ნამ დენმა და მისმა იაპონელმა კოლეგებმა ჟურნალ Eტჰნოპჰარმაცოლოგყ-ში გამოქვეყნებულ სტატიაში დოკუმენტურად დაადასტურეს პაპაიას სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. სახელდობრ, ამ მცენარის ფოთლები ეფექტურია საშვილოსნოს ყელის, სარძევე ჯირკვლის, ღვიძლის, ფილტვებისა და პანკრეასის კიბოს წინააღმდეგ.

პაპაიას გამხმარი ფოთლებისაგან მიღებული ექსტრაქტის გამოკვლევით დადგინდა, რომ ეფექტი მით უფრო ძლიერია, რაც მეტი დოზით იღებს კიბოს უჯრედები ამ მცენარის ჩაის.

პაპაიას ფოთლების ექსტრაქტი ასტიმულირებს სასიგნალო მოლეკულების გამომუშავებას (თჰ1 ტიპის ციტოკინები), რომლებიც არეგულირებენ იმუნურ სისტემას.

ამ აღმოჩენით შესაძლებელია შემუშავდეს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ახალი თერაპიული მეთოდი, რომელიც გულისხმობს იმუნური სისტემის გამოყენებას კიბოს წინააღმდეგ.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში პაპაიას იყენებენ სხვადასხვა დაავადების დროს. დოქტორ დენის აზრით, ამ მცენარით აქტიურად სარგებლობენ ავსტრალიისა და ვიეტნამის მცხოვრებლები. მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პაპაიას ექსტრაქტი უარყოფითად არ ზემოქმედებს ჯანმრთელ უჯრედებზე; კიბოს მკურნალობისას კი, როგორც ცნობილია, პრეპარატების უმრავლესობა ავლენს ამა თუ იმ გვერდით ეფექტს. მეცნიერები აკვირდებოდნენ კიბოს უჯრედების 10 სხვადასხვა ტიპის კულტურაზე პაპაიას ფოთლების სხვადასხვა კონცენტრაციის ექსტრაქტით ზემოქმედებას. მიღებული შედეგები შეამოწმეს 24 საათის შემდეგ. პაპაიამ ყველა კულტურაზე შეანელა სიმსივნის ზრდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close