Home ბლოგი 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ ვახო სანაიამ მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ ვახო სანაიამ მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ ტელეკომპანია „ფორმულას“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა, ვახო სანაიამ მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტს პატიმრობა 19 ოქტომბერს შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.

შსს სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებისა და ვიდეომიმართვის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფას ედავებოდა.

საქმე ეხებოდა ჟურნალისტის მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ ფბ- სტატუსებს. სანაიას ამავე პირებთან დაკავშირებული პოსტების გამო, მანამდე უკვე შეფარდებული ჰქონდა 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და 6 000-ლარიანი ჯარიმა.