Home ბლოგი 29 აგვისტოს თუშეთის პირიქითის ხეობაში კახა თილიძის სახელობის დოღი უკვე მეორედ გაიმართება

29 აგვისტოს თუშეთის პირიქითის ხეობაში კახა თილიძის სახელობის დოღი უკვე მეორედ გაიმართება

29 აგვისტოს, თუშეთის პირიქითის ხეობაში, კახა თილიძის საგვარეულო სოფელ კვავლოში, მისი სახელობის დოღი უკვე მეორედ გაიმართება.

ღონისძიება თილიძის ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ახლობლების ინიციატივით ტარდება და გმირის ხსოვნის უკვდავყოფას ეძღვნება.

დოღს თუშური დალაობაც ახლავს, რომელიც სამგლოვიარო ტრადიციის ნაწილია და ადამიანის ხსოვნისადმი პატივის მიგების ერთ-ერთი უძველესი ფორმაა. ცხენზე ამხედრებული მამაკაცები მიცვალებულს დატირებით მიაგებენ პატივს.

კახა თილიძე, მეტსახელად „თუში“, 2025 წლის იანვარში უკრაინაში, საბრძოლო ოპერაციის დროს დაიღუპა. საბრძოლო მამაცობისთვის ის უკრაინული მხარის მიერ „დიდების ვარსკვლავით“ დაჯილდოვდა.

დოღის გამარჯვებულებს ფულადი და ტრადიციული პრიზები გადაეცემათ. ასევე დაჯილდოვდება დოღის ყველა მონაწილე.