Home ბლოგი 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღეა

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღეა

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღეა. გადაწყვეტილება ქვემო ფონიჭალაში, 19 ნოემბერს, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მიიღეს.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები. მათ შორის სახელმწიფო უწყებების ადმინისტრაციულ შენობებსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

ტრაგედიას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა : ნინო ჭელიძე, ნუცა ფხალაძე – ნინოს 7 წლის ქალიშვილი. ვერონიკა კრიგერი ვანიშვილი- არიანა რისტიჩი, ვერიკოს 6 წლის ქალიშვილი.

ლალი (ლამარა) შიშმანაშვილი და

ჯაბა საყევარაშვილი. აფეთქების შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი.

დაღუპულების პატივსაცემად, ტრაგედიის ადგილზე მოქალაქეები მიდიან, მიაქვთ ყვავილები და ანთებენ სანთლებს.